
ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია საგარეჯოში მომხდარი თავდასხმისას დაღუპული პოლიციელის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„რაც არ უნდა უცნაური იყოს, სიკვდილსაც აქვს ღირსება!
ღირსეული სიკვდილი ღმერთის რჩეულთა ხვერდია!
შენ გაგიმარჯოს, მაგარო კაცო!
შენმა მონაგარმა იცოცხლოს და იდიდგულოს!
ნახე, როგორი ამაყია შენი შვილი!
გმირი ქართველი პოლიციელის შვილი!
დიდება გმირებს! მარადიული პატივი მათ ხსოვნას!“ - წერს ხოფერია.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.
0
0