20/06/2023
13:20
პოლიტიკა
რაც არ უნდა განსხვავებული აზრის მოსმენა გვიწევდეს ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და პასუხად ძალადობა არ უნდა ხდებოდეს,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„ვერ მომიყვანთ მაგალითად ვერცერთ ანტიდასავლურ განცხადებას. რა ძალადობის ფაქტებზეა საერთოდ საუბარი და რომელ ძალადობის ფაქტს ახალისებს „ქართული ოცნება“?! ზოგადად, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს. რაც არ უნდა განსხვავებული აზრის მოსმენა გვიწევდეს, ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და პასუხად ძალადობა არ უნდა ხდებოდეს. არ უნდა ხდებოდეს ძალადობის წახალისება, მაგალითად, როდესაც პოლიციელს მოლოტოვის კოქტეილს ესვრი და მცდელობა გაქვს ცოცხლად დაწვა, შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები გამოდიან და ცდილობენ გმირად შერაცხონ ეს ადამიანი. ეს ძალიან ცუდია. ძალადობას ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ“,- აღნიშნა კახა კალაძემ.
0
0