14/06/2022
16:56
პოლიტიკა
,,თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მართლა მიღებული, ეს იქნება არამხოლოდ გაუგებარი, არამედ არასამართლიანი და მაშინ მართლა შეიძლება ქართველმა ხალხმა დასვას კითხვა, რა ვქნათ, დსთ-ში შევიდეთ, რომ ეს სტატუსი მივიღოთ?'' - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა
,,POLITICO-ს გავრცელებულ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, გავეცანი. ძალიან მიკვირს, ჟურნალისტი ამბობს, რომ მას აქვს შიდა ინფორმაცია ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირებისგან. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მართლა მიღებული, ეს იქნება არამხოლოდ გაუგებარი, არამედ არასამართლიანი და მაშინ მართლა შეიძლება ქართველმა ხალხმა დასვას კითხვა, რა ვქნათ, დსთ-ში შევიდეთ, რომ ეს სტატუსი მივიღოთ, როგორც მოლდოვას ჰპირდებიან, თუ როგორც NATO-სთან დაკავშირებით აქვს მოლდოვას — გამოვაცხადოთ ნეიტრალური სტატუსი.'' - განაცხადა სოზარ სუბარმა
0
0