
მკვლევარების შეფასებით, თურქეთში 7,8 მაგნიტუდის ჰორიზონტალური მიწისძვრა დაფიქსირდა - ამ ტიპის მიწისძვრის დროს ორი ტექტონიკური ფილა ერთმანეთის მიმართ ჰორიზონტალურად სრიალებს.
როგორც აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მკვლევარმა, გეოლოგმა ალექს ჰატემმა განაცხადა, „ამ შემთხვევაში ერთმა ფილამ დასავლეთით გადაინაცვლა, ხოლო მეორემ - აღმოსავლეთით". მისი თქმით, მიწისძვრა აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევის ზონაზე მოხდა - წარსულში აქ მრავალი დამანგრეველი მიწისძვრა დაფიქსირდა.
ბრიტანეთის გეოლოგიური სამსახურის სეისმოლოგი მარგარიტა სეგუ ამბობს, რომ „ასეთი ძლიერი მიწისძვრების დროს დედამიწის სიღრმეში დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი ენერგიის განტვირთვა ხდება. ეს მიწისძვრაც სწორედ ამ ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ ზონაში მოხდა, რაც მასშტაბური ნგრევის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.
გარდა ამისა, ეპიცენტრი გაზიანთეფის მახლობლად იყო, რომელიც თურქეთის მჭიდროდ დასახლებული პროვინციას წარმოადგენს. როგორც ნგრევის სურათიდან ჩანს, ეტყობა, მრავალი შენობა არასეისმომედეგი იყო. იგივე სურათია სირიაშიც, სადაც ომის შემდეგ დაწყებული სწრაფი ტემპით მიმდინარე მშენებლობით შენობების სეისმომედეგობის წესები დაირღვა. გარდა ამისა, იქ ასევე ომით დაზიანებული ბევრი შენობა არასტაბილურად მყარი დარჩა,“ - აღნიშნა მარგარიტა სეგუმ.
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ექსპერტის ილან კელმანის შეფასებით, „ეს ნგრევის საშინელი დონეა. ეს ის შედეგია, რომელსაც, როგორც წესი, იმ რეგიონში ძლიერი მიწისძვრის დროს უნდა ველოდოთ ხოლმე, სადაც შენობები მყარი არც არის“.
0
0
მომღერალი კრის რი გარდაიცვალა
23/12/2025
გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს
23/12/2025