
რა უსირცხვილო და უთავმოყვარეოა გახარია, თვითონ უსირცხვილოდ ზის პარლამენტში, შატალოზეა, არ დადის, მაგრამ ხელფასს და პარტიულ დაფინანსებას საკენკივით იღებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც უგულავა აღნიშნავს, გიორგი გახარია ღალატის კომისიას ამართლებს და სხვების გასვრას ცდილობს.
„რა უსირცხვილო და უთავმოყვარეოა გახარია. თვითონ ზის უსირცხვილოდ პარლამენტში. ამ დრომდე უბრალოდ შატალოზეა, არ დადიან, მაგრამ ხელფას და პარტიულ დაფინანსებას იღებენ საკენკებივით. აპრავებს ღალატის კომისიას და მარტო რომ არ იჯდეს ნეხვის კასრში, მოინდომა სხვების გათხვრაც. აი, სწორედ ეს უგვანი ჭორიკანობა, რაც ივანიშვილისგან იმემკვიდრეთ, რის გამოც ხართ ქართ – ობოლი „ქოცი“.
გამობრძანდით და მოყევით ფაქტებით ვის რისი აღდგენა უნდა ან თავად გამობრძანდით მაგ შაპიტო, ბიძინას ბუტკა, პარლამენტიდან. სხვა შემთხვევაში ბ და პ-ზე დაწყებული ორივე ზედსართავს ერთდროულად აირტყავთ. თუ უკვე არ აირტყით“, – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.
0
0