
“ზელენსკი ჩავიდა ხერსონში - არასდროს მოვუწოდებთ არავის სისულელისკენ, თუმცა, თვალში მომხვდა. ჩვენი ამერიკელი პარტნიორები რამდენეჯერმე განიხილავდნენ პუტინის ლიკვიდაციას”, - ასე გამოეხმაურა რუსი პროპაგანდისტი ოლგა სკაბეევა ვოლოდიმირ ზელენსკის ხარსონში ვიზიტს.
მისივე თქმით, რუსეთი ჭოგრიტით აკვირდება “მტერს” და კიდევ ერთხელ გამოავლინა “ჰუმანიზმი”.
“რუსეთის ფედერაცია კი უყურებს თავის მტერს, ფაქტობრივად ჭოგრიტში, კიდევ ერთხელ გამოავლინა ჰუმანიზმი… აქაა ზელენსკი, აქაა ხერსონი. ხერსონი - ეს რუსეთია, რუსეთის კონსტიტუციით. გააკეთა {ზელენსკი} რამდენიმე სკანდალური განცხადება - და დაბრუნდა შინ, უვნებელი.
ყველაფერი კარგად აქვს. ეს კონტექსტია. საუბარია იმაზე, რომ თუკი ეს ომია, ის რაღაცნაირია, - უცნაური ომია. უკრაინის მთელი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა კვლავ რუსული არტილერიის განადგურების ზონაშია”, განაცხადა ოლგა სკაბეევამ.
0
0