12/04/2025
15:52

პარლამენტის ვიცე სპიკერის მიერ ეროვნულ გმირთან, გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, თეა წულუკიანის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციას, პოლიტიკურს სპექტრში აფასებენ.
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა ფიქრობს, რომ აქცია სპეციალურად იყო დაგეგმილი.
"რა თქმა უნდა, ანწუხელიძე გმირია, ისევე, როგორც ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა პუტინისა და სააკაშვილის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ორგანიზებულ ომში.
ქალბატონმა თეამ ბრძანა, ეს ომი რომ არ ყოფილიყო, დღეს, ჩვენი გმირები, რომლითაც ვამაყობთ ყველანი, თავის ოჯახში იქნებოდნენ.
უსამშობლოებს სხვა დაკვეთა აქვთ, ეტყობა რაღაც ჩატი აქვთ, უსამშობლოები ერთმანეთს პოულობენ, ამათ პატრონები ჰყავთ და ერთმანეთს უგდებენ ერთი და იგივე თემას - აბა, ახლა ამას თავს დავესხათ. ყველას, თითქმის, ერთი და იგივე ტექსტი აქვს, ამ უსამშობლოებს, ვინც არიან, რეჟიმის მეთაურებიდან დაწყებული, რიგითი გოშიებით დასრულებული. შედეგ აძლევენ კონკრეტულ მისამართს, როგორ შეიძლება, მოუწყონ ინკვიზიცია.
ამათი ხელისუფლებაში დაბრუნება - მტრისას! არავის არ დაინდობენ, გადათელავენ, რაც მაშინ გამორჩათ, იმას ათმაგად აინაზღაურებენ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
0
0
ქართული ენის დღე თსუ-ში
14/04/2025