
მისი თქმით, ჯერჯერობით, არსებული ინფორმაციით, ვაქცინები აღნიშნული შტამის წინააღმდეგაც მუშაობენ.
„დაახლოებით ვიცით როდის მოაღწია კორონავირუსის პირველმა შტამმა ჩინეთიდან და სხვა შტამმა ბრიტანეთიდან. სამწუხაროდ, ამის გაჩერება შეუძლებელია. დროებითი ზომები ყველამ მიიღო, რათა მაქსიმალურად გადავწიოთ ის პერიოდი, როცა ქვეყანაში ვირუსი შემოაღწევს.
ჯერჯერობით, იმ ინფორმაციით, რაც აფრიკიდან გვაქვს, ვიცით, რომ აცრა ამ შტამზეც მუშაობს. რა თქმა უნდა, შემოაღწევს ჩვენთან, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა. ჩვენ გამალებული ურთიერთობა და დღეში რამდენიმე რეისი არ გვაქვს სამხრეთ აფრიკასთან, როგორც იმ ევროპის ქვეყნებს, სადაც ეს შტამი უკვე ჩავიდა. დაახლოებით ერთი თვე უნდა გვქონდეს მარაგში, რომ წინასწარ ვიცოდეთ ზუსტად რასთან გვექნება საქმე“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
0
0