13/04/2023
11:56
პოლიტიკა
რა ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული, შედეგები იგივეა, ვიზის განსაზღვრა ნიშნავს, რომ გარკვეული პირები და აშშ-ის მოქალაქეობის არმქონე მათი უახლოესი ოჯახის წევრები ვერ შეძლებენ აშშ-ში შესვლას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
ელჩის თქმით, „ნებისმიერი სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება, იგივე შედეგებამდე მივა“.
„რაც შეეხება ინფორმაციის გაზიარებას, ამის საფუძველია საინფორმაციო წყაროების მრავალფეროვნება, მათ შორის არის საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია. თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს, დაიწყოს საკუთარი გამოძიება ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, ინფორმაციის უმრავლესობა ცნობილია და წლების განმავლობაში ფართოდ იყო ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება, იგივე შედეგებამდე მივა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
5 აპრილს აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.
7 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „სამ მოსამართლესა და ყოფილ მოსამართლესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაზე კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არ არის სანქცია, არის სავიზო შეზღუდვა და იყო ენობრივი თარგმანის პრობლემა“.
0
0