
ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"რა სხვაობაა გახარიასა და გასპარიანს შორის?!
რა უცნაურად ემთხევა ხოლმე რუსეთში და ამერიკაში მოქმედი სომხეთის ლობისტების და ქართული ოპოზიციის პოზიციები!
როგორც კი რუსეთის მხრიდან დაიძრა საქართველოს მიმართ შედარებით არაოკუპანტური მიდგომები და პირველ რიგში, აფხაზეთის საკითხისადმი შედარებით კონსტრუქციული წინადადებები, ამოხტა ტანსაცმლიდან არაკაცი, დეგენერატი, ფულის ხამი ვინმე გასპარიანი. "გენაცვალეები" პატარა იმპერიალისტები არიანო...
და მოაყოლა ტყუილ- სიბინძურე.
და მთელი თავისი "სალავიოვ ლაივის" ეთერი ჩვენ "ჩაშვებას" დაუთმო...
მოკლედ, კატა ეცა! აბა რაა... საქართველოსთან აფხაზების დიალოგს ხომ აუცილებლად მოყვება იმ სომხური ინტერესების შეზღუდვა და, ალბათ, სრული განადგურებაც, რაც დღეს სახეზეა აფხაზეთში...
ინტერესი მსუბუქი ფორმაა... ყველაზე კარგად ხომ აფხაზეთის ხალხმა იცის, რომ დღეს იქ სომხების სრული კონტროლის ქვეშაა ყველაფერი. დღეს აფხაზები ადგილობრივი და აფხაზეთი გარეთ მყოფი სომხების და მათი ლობისტების მიერ არის ანექსირებული.
სწორედ ამიტომ და დიდი ფულის გავლენით კადრულობენ გასპარიანები, ანუ გაყიდული სომხები ასეთ თავხედობას.
აი, ქართული ოპოზიცია ვისგან იღებს ასეთ ამორალურ დაკვეთებს?... ალბათ, ისევ იმ "ფულის ქისებისგან", რომლებიც ერთნაირად უხდიან რუსულ, უკრაინულ, ევროპულ, სომხურ გადაგვარებულ ვაიპოლიტიკოსებს!, ვითომჟურნალისტებს, ყველაფრისმკადრებლებს!
არაუშავს... ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ!
ასე იყო! ასე არის! ასე იქნება მომავალშიც!
საქართველო უპირველეს ყოვლისა!" - წერს ხოფერია.
0
0