
“მე მაქვს ჩემი უფლება, რომ ჩემს სივრცეში ვამყოფი ის, ვინც მე მსიამოვნებს“ - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა რადიო “სივრცის” გადაცემაში - “სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან” სტუმრობისას განაცხადა:
„რა საკვირვველია ვბლოკავ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს,ზუსტად ისე, როგორც სახლში არ ვუშვებ იმას, ვინც მე არ მესიამოვნება - ის არის ჩემი სივრცე. მე მაქვს ჩემი უფლება, რომ ჩემს სივრცეში ვამყოფი ის, ვინც მე მსიამოვნებს“ - აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.
გადაცემაში ჩერგოლეიშვილმა ტელემედიის ნაწილიც გააკრიტიკა და მათ უპასუხისმგებლო უწოდა:
„ჩვენი ტელემედია სამწუხაროდ, ძალიან უმეცარი და ზარმაცია, გარდა იმისა, რომ უმეცარია არც ცდილობს თავისი ცოდნის შევსებას. პრეტენზია აქვს, რომ ერის მამა ან დედაა, უფრო მეტ დროს ატარებენ პოლიტიკურ ეთერებში,გაცილებით მეტს საუბრობენ პოლიტიკაზე, ვიდრე მე და შემოგიტრიალდებიან და შენ გაკისრებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, თან უპასუხისმგებლოები არიან, იმიტომ რომ არც შეუძლიათ პასუხისმგებლობის აღება თავიანთ მცდარ გადაწყვეტილებებზე“ - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
0
0