
საქართვრლოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა მიმდინარე წელს ამოეწურება.
ერთ-ერთი ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მან 2022 წლის 27 იანვარს შეავსო, ირკვევა რომ მის მფლობელობაშია 60 კვ.მ ფართობის ბინა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, რომელშიც 1989 წელს 150 ათასი ევრო გადაიხადა.
სალომე ზურაბიშვილი ფლობს საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს თბილისში, რომელშიც 2006 წელს 160 ათასი დოლარი გადაიხადა. კუფტინის ქუჩაზე მდებარე 235 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან, 126.33 კვ.მ საცხოვრებელ სახლს ეკუთვნის.
სალომე ზურაბიშვილის პირადი ცხოვრება
საქართველოს მეხუთე და ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, საკუთარ სახლში, ქუჩაში ნაპოვნ ძაღლ გომბორასთან ერთად ცხოვრობს.
მას პირველი მეუღლისგან, ნიკოლოზ გორჯესტანისგან (გუგუშვილი), რომელიც 22 წლის ასაკში რომში გაიცნო, ორი შვილი - თეიმურაზი და ქეთევანი ჰყავს, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ.
სალომე ზურაბიშვილის უფროსი შვილი თეიმურაზ გორჯესტანი პროფესიით დიპლომატია და დიდ ბრიტანეთში საფრანგეთის საელჩოში მუშაობს. თეიმურაზი დედის გაპრეზიდენტების შემდეგ დაოჯახდა და ქორწილი საქართველოში გადაიხადა. ჰყავს ერთი ქალიშვილი ქეთევან გორჯესტანი.
ქეთევან გორჯესტანი პროფესიით ჟურნალისტია. ის წლების განმავლობაში საფრანგეთის ტელეკომპანია "ფრანც 24“-ში სპორტულ ჟურნალისტად მუშაობდა. ბოლო ხანს ის საცხოვრებლად ვაშინგტონში გადავიდა, სადაც უკვე ამავე ტელევიზიის სპეციალურ კორესპონდენტად მუშაობს...
სალომე ზურაბიშვილის მეორე ქმარი
ოჯახის დანგრევის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი მეორედ დაოჯახდა. არჩევანი ამჯერად ისტორიკოს ჯანრი კაშიაზე შეაჩერა. პრეზიდენტი 2012 წლის 11 მარტს დაქვრივდა, ჯანრი კაშია კარდიოლოგიური ოპერაციის დროს, პარიზში გარდაიცვალა.
marao.ge
0
0