04/09/2024
20:37
ტაბლოიდი
4 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ერთ-ერთი ვერსიით, მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზია ის, რომ რუსლან აბაშიძე "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში იქნება.
შეგახსენებთ, მისი მეუღლე გახლავთ წარსულში ცნობილი მოდელი და დღეს უკვე ბიზნესვუმენი, თაკო ჩხეიძე. წყვილს, რომელიც თითქმის 25 წელიწადია ერთად არის, სამი ვაჟი ჰყავს: 23 წლის სერგი, 15 წლის ალექსანდრე და 13 წლის დავითი.
ქართველი დიპლომატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აწ უკვე ყოფილი თავჯდომარე რუსლან აბაშიძე 1971 წელს, გაგრაში დაიბადა. აბაშიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა გოეთეს ინსტიტუტში და მოგვიანებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში. 1996 წლიდან რუსლან აბაშიძე მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მათ შორის გახლდათ საქართველოს ელჩი ესტონეთში. 2019 წლის 11 დეკემბრიდან დღემდე კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარის პოსტს იკავებდა.
რა ქონებით დატოვა თანამდებობა აბაშიძემ?
რუსლან აბაშიძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს მიმდინარე წლის 22 თებერვალს შეავსო, ხოლო დააკორექტირა 15 აგვისტოს.
უძრავი ქონება
თაკო ჩხეიძის სახელზე გაფორმებულია 146 000 დოლარად ნაყიდი ბინა თბილისში, 12 000 დოლარად შეძენილი ავტოფარეხით. ორივე შენაძენი დარეგისტრირებულია ერთ დღეს (03.01.2024,) და ერთ მისამართზე (ქალაქი თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის Iშესახვევი N4); ის ასევე ფლობს 2011 წელს 15 000 დოლარად ნაყიდ მიწის ნაკვეთს კიკეთში და 2006 წელს გუდაურში 37 000 დოლარად შეძენილ ბინას.
რაც შეეხება რუსლან აბაშიძის სახელზე გაფორმებულ უძრავ ქონებას, ეს არის: 2023 წელს 185 000 დოლარად შეძენილი ბინა თბილისში, თაქთაქიშვილის ქუჩაზე, რომლის 50%-იანი წილის მფლობელი თაკო ჩხეიძეა. ასევე მემკვიდრეობით მიღებულის სახლი, მიწის ნაკვეთი და კომერციული ფართობი გაგრაში.
თაკო ჩხეიძის სახელზე გაფორმებულია მსუბუქი ავტომანქანა BMW X5, რომელიც 2023 წელს, 51236 ევროდ არის შეძენილი.
დეკლარაციის შევსებისას, ის სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე ფლობდა შემდეგ თანხებს: 25173 USD , 3600 GEL, 3000 GEL, 12000 GEL (სახელფასო), 695 EUR.
რუსლან აბაშიძეს კი ერთ საბანკო ანგარიშზე უფიქსირდებოდა 1200 GEL .
სამეწარმეო საქმიანობა
თაკო ჩხაიძე რამდენიმე შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოს მეწილეა, ესენია:
შპს თბილისის მოდის კვირეული", შპს "ნარგისმაგაზინ" საქართველო, შპს Micabella cosmetics (არის საწარმოს დირექტორი), შპსბლუმს ჯორჯია, შპს ვესტ ფარმ საქართველო, შპს ჯიეს ეი კონსალტინგი საქართველო, შპს ბრეივ მოდელსჯორჯია, შპს ა3 (დირექტორი), შპს ენკონ საქართველო (დირექტორი), შპს თაკო - მოდელსტუდია (დირექტორი.
რუსლან აბაშიძის ერთი წლის განმავლობაში აღებული ხელფასი შეადგენდა 12 3420 ლარს.
აბაშიძის სახლზეა 2 საბანკო სესხი ( 72000 ევრო, 35000 ლარი) , ხოლო თაკო ჩხეიძის სახელზე ავტოსესხი (47648 ევრო).
რუსლან აბაშიძემ შვილების ალექსანდრესა და დავითის განათლებაში გადაიხადა 6500 ევრო.
ambebi.ge
0
0