"პიროვნებები, რომლებმაც საკუთარი საეჭვო ბიზნეს საქმეებისთვის ჩვენი რუსეთის “ნაცრისფერ სივრცედ” გადაქცევა გადაწყვიტეს, უნდა დაისაჯონ!" - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში, საქართველოს შესახებ მოსმენაზე საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ნატალი საბანაძემ განაცხადა.
საბანაძის გამოსვლას ქართული პოლიტიკური სპექტრი უარყოფითად გამოეხმაურა. მმართველი პარტიის მხარდამჭერები წერენ, რომ ყოფილი ელჩი გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის“ წევრია და ამ მოსმენაზე მათ წარმოადგენდა. გაღიზიანდა "ნაციონალური მოძრაობაც“, რადგან საბანაძემ 10-15%-იანი პარტია უწოდა.
რაც შეეხება მის ქონებრივ დეკლარაციას, ბოლო დოკუმენტში, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ყოფნისას, ბოლოს 2022 წლის ივლისს შეავსო, ვკითხულობთ, რომ დიპლომატს ოჯახის წვერებად მითითებული ჰყავს დედა, ნინო სარაული და ქალიშვილი - ნია პატრისია ვაილდი, რომელიც 2007 წელს ჰააგაში შეეძინა.
ნატალი საბანაძის მფლობელობაშია მსუბუქი ავტომანქანა Volvo CX60, რომელშიც 2021 წელს 15 400 დოლარი გადაიხადა. დიპლომატმა ავტომანქანა აშშ-ში შეიძინა და ნივთის ადგილსამყოფლად ამერიკაა მითითებული.
ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას, ნატალი საბანაძეს თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 50 ლარი ერიცხებოდა.

საპენსიო ფონდი Utmost Worldwide-ზე 410 775 დოლარი. ანაბრის სახით BNP Paribas-ზე 3788,53 ევრო, ხოლო Citizens Bank-ის სახელფასო ანგარიშზე 20 300 დოლარი.
დედას, ნინო სარაულს "ლიბერთი ბანკის" საპენსიო ანგარიშზე 300 ლარი ერიცხებოდა.
ნატალი საბანაძემ დიპლომატიური სამსახურში, ევროკავშირში ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2021 წელს ხელფასის სახით 24 220 ევრო მიიღო.

აშშ-ში, მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯში მოწვეული პროფესორის რანგში კი, ერთ კალენდარულ წელში 34 500 დოლარი.
დიპლომატმა ბინის ქირაში 2020-2021 წლებში სულ 2560 და 12 300 ევრო გადაიხადა.
ჯანმრთელობის დაზღვევაში 600 ევრო.
2022 წელს ნატალი საბანაძეს 1000 დოლარად ღირებული ლეპტოპი მაკბუქი აჩუქეს. ხოლო თავად დიპლომატმა შვილის ნია პატრისია ვაილდის სწავლის გადასახადში 6 720 ევრო გაიღო.
მომზადდა ambebi.ge-ს მიხედვით
0
0