31/05/2023
13:27
პოლიტიკა
რა ნაბიჯი უნდა გადავდგათ? მოვისმენთ და მოვიწყენთ, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლების მისამართით მოსალოდნელ კრიტიკულ განცხადებებსა და „ქართული ოცნების“ შემხვედრ ნაბიჯებს შეეხებოდა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათ აქვთ სურვილი, რომ მაღალი ტრიბუნიდან პრეზიდენტისგან ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებები მოისმინონ.
„დავიტოვებ იმედს, გვაქვს სურვილი, რომ ნებისმიერი თანამდებობის პირისგან, მითუმეტეს, პრეზიდენტისგან მოვისმინოთ ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებები, მითუმეტეს მაღალი ტრიბუნიდან. დავიტოვოთ ამის იმედი, ვნახოთ როგორი იქნება განცხადებები. თუ გააკრიტიკებს ქვეყანას და დააზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს, ეს იქნება ძალიან სამწუხარო“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, კრიტიკის შემთხვევაში რა ნაბიჯს გადადგამს მმართველი გუნდი, კობახიძემ ასე უპასუხა: „რა ნაბიჯი უნდა გადავდგათ? მოვისმენთ და მოვიწყენთ“.
0
0