12/12/2022
23:32
პოლიტიკა
მწვავე დებატები გაიმართა “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვს” ხელმძღვანელ ნანა კაკაბაძესა და პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერ ეკა ბესელიას შორის, გადაცემაში, ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე". გადაცემის მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხები იყო.
გადაცემის მსვლელობისას ეკა ბესელია და ნანა კაკაბაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ეკა ბესელია: რა დაგემართა გოგო, რა მურუსიძის ადვოკატობა დაიწყე. ძალიან სირცხვილია, შენ რომ იმ მოსამართლეებს იცავ... ვის გამო იდექი ქუჩაში, მარტო ერთი ადამიანი კი არ იყო იმ სისტემაში.
ნანა კაკაბაძე: კარგად ვიცი, ვისაც აქვს მურუსიძეზე და ჩინჩალაძეზე სანერვიულო და არ მინდა ლაპარაკი.
ეკა ბესელია: ნუ ნერვიულობ ჩინჩალაძისა და მურუსიძის გამო… დღეს ხელისუფლების 90 პროცენტი იმ რეჟიმის წარმომადგენლებს უკავიათ…
0
0