-share.jpg)
რუსეთს უკრაინის ჩრდილოეთიდან ყურადღება სამხრეთით და აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიისკენ გადააქვს, რომელიც ცნობილია, როგორც დონბასი.
შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის სახმელეთო საბრძოლო მოქმედებების ანალიტიკოსი, ნიკ რეინოლდსი, რუსეთ-უკრაინის ომის მოკლევადიან პროგნოზს აკეთებს.
BBC News-ის ჟურნალისტი, ელის ევანსი: ეთანხმებით თუ არა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, როდესაც მან თქვა, რომ დონბასში ბრძოლები მეორე მსოფლიო ომს მოგვაგონებს?
ნიკ რეინოლდსი: დიახ, ვფიქრობ, რომ ეს ზუსტად ასეა... ჩვენ ვიხილავთ უკრაინის ჩრდილოეთიდან მომავალ ძალებს და ისეთ საომარ მოქმედებებს ევროპულ მიწაზე, როგორიც თაობების განმავლობაში არ ყოფილა.
ჟურნალისტი: შეუძლია თუ არა უკრაინას ტერიტორიის უკან დაბრუნება?
ნიკ რეინოლდსი: აქ ბევრი უცნობი ფაქტორია. ბევრი უკრაინელი გამხნევდება ჩრდილოეთიდან რუსული სამხედროების გაყვანით, მაგრამ სამხრეთსა და აღმოსავლეთში „რუკა ნელ-ნელა მაინც წითლდება“ და ეს ჯერ კიდევ ჩრდილოეთიდან საჯარისო პოზიციების გაძლიერებამდე ხდება. ასე რომ, რუსეთს, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ აქვს უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში გარკვეული წინსვლის იმპულსი.
ჟურნალისტი: რამდენად მნიშვნელოვნად შეიძლება შეცვალოს სურათი უკრაინაში დასავლური იარაღის გაგზავნამ?
ნიკ რეინოლდსი: იარაღი, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები უკრაინას ამ დრომდე აწოდებდნენ, ინოვაციური იყო, თუმცა ნატომაც გაუგზავნა "საკუთარი მარაგების მნიშვნელოვანი რაოდენობა და ეს მომარაგება შუზღუდული იყო".
უახლოეს კვირებში, დასავლეთიდან იარაღის მიწოდება უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რა გზით მიიღებენ უკრაინელები ამ იარაღს საჭირო ადგილას.
დახვეწილი იარაღის (როგორიცაა Javelins-ი, NLAWs-ი და Stingers-ი) ინდუსტრიული წარმოების გაზრდა არ არის ადვილი, რადგან მათ რთული მიწოდების ჯაჭვები აქვთ. მე ვფიქრობ, რომ დასავლეთის მთავრობები უკრაინის დახმარებას მაქსიმალურად შეეცდებიან. Switchblade-ის დრონებმა საომარ ზონაზე მოვლენები შეიძლება მოკლე დროში შეცვალოს.
0
0