"რა მოტივითაც არ უნდა იყოს ნაკარნახევი, სავალდებულო გენდერული კვოტების გაუქმებას მხოლოდ მივესალმები." - პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივას ეხმაურება.
მანამდე, ამავე თემასთან დაკავშირებით ჩერგოლეიშვილმა ასევე დაწერა, რომ ვერცერთი ქალი, რომელიც პარლამენტში "ოცნებიდან, ნაცმოძრაობიდან, გვარამია/მელიასგან, ლელოსგან, გახარიასგან" მოხვდება - ვერ შექმნის ლიდერი ქალის მაგალითს.
"ყველა ქალი, რომელიც პარლამენტში მოხვდება ოცნებიდან, ნაცმოძრაობიდან, გვარამია/მელიასგან, ლელოსგან, გახარიასგან და ა.შ, გინდ კვოტით, გინდ უკვოტოდ, შერჩეული იქნება კაცების მორჩილების ნიშნით და ვერცერთი შექმნის ლიდერი ქალის მაგალითს. პირიქით, ყველა მათგანი გაამყარებს სტერეოტიპს, რომ ქალი უნდა იყოს კაცის მორჩილი და ვინც კაცის მორჩილი არ არის - გიჟია.
ჩვენი ამოცანაა "გიჟებმა გადაგირბინოთ" და დავამყაროთ ღირსების (და არა თანამდებობების) თანასწორობა." - წერს ჩერგოლეიშვილი.
პარტია გირჩი საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება დღეს, 1-ელ აპრილს ბიუროს სხდომაზე მოხდა.
0
0