17/07/2023
14:41
საზოგადოება
[მიხეილ სააკაშვილმა] არაფერი იცოდა, მხოლოდ ის იცოდა, რაც ტელევიზიით ნახა. მისი პოზიცია არ ვიცი როგორია, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ეჭვით უყურებს, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რითაც კლინიკა „ვივამედში“ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
„რა გამოჰქონდათ იმ ექიმებს? - თუ ნიმუშები გამოჰქონდათ, როგორც ვისმენ, მაშინ რატომ არის ეს ეჭვქვეშ? ვერ გავიგე. რა მნიშვნელობა აქვს რით გამოჰქონდათ. ალბათ, ყველანაირად ეს ნიმუშები დაცული იყო. ესე გავიგე პოლონეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს ექიმები არიან და ის ხალხი პროფესიონალები არიან, ისინი არ არიან ქუჩიდან მოსული ხალხი. მე მედიკოსები არ მინახავს და საერთოდ არ ვიცი, სინამდვილეში ეს რამდენად ასეა. მე რაც ვნახე, ის ნიმუში კი არ იყო, თეთრი ქაღალდი იყო, საერთოდ არაფერი ჩანდა“, - განაცხადა ალასანიამ.
როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც პოლონელმა ექიმებმა კლინიკა დატოვეს, პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.
0
0