01/10/2021
14:36
სხვადასხვა
ერთ პატარა, ლამაზ ქვეყანაში, რომელიც ისეთი პატარაა, რომ გლობუსზე წერტილია მხოლოდ, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები ტარდება. ტარდება, მაგრამ, რა ტარდებააააა -პლანეტათაშორისი მთავრობის არჩევნები მიმიქარავს!!!
მიშა ჩამოვიდაო!!! ჩამოვიდა და ჩამოვიდა! ვისაც უხარია, გაბედნიერდეს, ვისაც ეშინია, ჩაისვაროს, ბოლომდე!
მიშა-საფრთხობელა რა ბედენაცაა ყველამ ვიცით 🙂! ყველაზე დიდი-გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმები ოცნებას მიემატოს!
ვისაც შეგვრჩენია მანიპულაციებთან და საკუთარ ემოციებთან გამკლავების უნარი, შევხედოთ ამ ჭიანჭველურ ბრძოლებს ცოტათი დისტანცირებულად:
-თვითმმართველობის არჩევნებია, მხოლოდ და მხოლოდ, და კიდევ, თბილისის მერს ვირჩევთ.
რა მნიშვნელობა აქვს, ლენინი გაცოცხლდება, ამირანი, თუ მიშა?! როცა ქვეყნის მომავალი არაა დამოკიდებული ქვეყნის მოსახლეობაზე; როცა ქვეყნის საგარეო უსაფრთხოება, დიდი ხანია, ერთ ქვეყანას აქვს “გადაბარებული”, ენერგო უსაფრთხოება კი მეორე, პირველის “მტერ” ქვეყანას, ამ სიტუაციაში, რა მიჰა, რის მიჰა, ან ამირანი, ან ტროცკი, ან “შოტა რუსტაველი”?!!!
0
0