
ორმა ქალმა 80 წლის კაცის ცხედარი ბანკში წაიყვანა, რათა მისი ანგარიშიდან თანხა გამოეტანათ. შემთხვევა ოჰაიოს შტატში მოხდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ქალებს ბრალი უკვე წაუყენეს. ქალებმა თავდაპირველად არ მისცეს საავადმყოფოს ინფორმაცია მამაკაცის გარდაცვალების შესახებ, რომელიც მოგვიანებით იდენტიფიცირებული იყო როგორც დუგლას ლეიმანი.
პოლიციის ცნობით, ქალებმა მამაკაცი დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც აღმოჩნდა, ისინი ერთად ცხოვრობდნენ. ქალებმა, სავარაუდოდ, მესამე პირის დახმარებით, მამაკაცი მანქანის წინა სავარძელზე მოათავსეს.
პოლიცია ამტკიცებს, რომ ორმა ქალმა მამაკაცი მანქანაში მოათავსა „ისე, რომ იგი ხილული ყოფილიყო ბანკის თანამშრომლებისთვის, რათა ფული გაენაღდებინათ“.
ქალებმა ბანკიდან დაახლოებით 900 დოლარი გამოიტანეს. მათ ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
0
0