
ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების მასშტაბური შეკრება ხორვატიაში - გავრცელებული ინფორმაციით, მათი შეხვედრა ოქტომბრის დასაწყისში ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე საკურორტო ქალაქ დუბროვნიკში შედგა.
ცნობილია, რომ დღის წესრიგში ორი ძირითადი საკითხი იყო:
პირველი საკითხი ეხებოდა, თბილისის მე-7 წინასწარი დაკავების იზოლატორში 16 წლის წინ მომხდარ დაპირისპირებას, რომელშიც ერთ მხარეს ზვიად პაპაშვილი, მეორე მხარეს კი, რამაზ ჯინჭარაძე და ბესო კუპრაშვილი იყვნენ.
„კრიმინალური ავტორიტეტების“ განხილვის მეორე თემა სულხან მშჯავიას, იგივე ჟორა ქუთაისკის უფლებების განხილვა იყო.
როგორც ცნობილია, ე.წ. კანონიერი ქურდების შეკრება, რამდენიმე თვის წინ, მაისში, პოლონეთშიც შედგა, თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ფოტომასალით ირკვევა, რომ პოლონეთში იმყოფებოდნენ ქართული მაფიის გავლენიანი ლიდერები, მათ შორის ტარიელ ონიანი, მერაბ ჯანგველაძე, ლაშა ბარათელი (ჭია), მანუჩარ ელიავა (მანჩო) და ლევან აბულაძე.
წყარო: „პრაიმტაიმი“
0
0