
ისრაელელმა ჯარისკაცებმა მოკლული ჰამასის ტერორისტებისგან დაშიფრული დოკუმენტი ამოიღეს, რომელიც კოდური სიტყვებისგან შედგებოდა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
შაბათს ტელევიზიით აჩვენეს დაშიფრული დოკუმენტი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იპოვეს მანქანაში, რომელიც ჰამასის ტერორისტებმა გამოიყენეს ისრაელზე თავდასხმის დროს.
დოკუმენტი ამოღებულია კიბუც-რეიმში, სადაც თავდასხმის დროს სულ მცირე 260 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მძევლად აყვანილი ადამიანების ზუსტი რიცხვი ამ დრომდე უცნობია.
დაშიფრულ დოკუმენტის თანახმად, ბრძანებებს შორის იყო ყველა ტყვეს მოკვლა, რომელსაც არაბულად მიენიჭება კოდური სიტყვა „შავი“.
ისრაელის სპეციალურმა სამსახურმა კიდევ რამდენიმე კოდური სიტყვა გაშიფრეს, სიტყვები გამოიყენებოდა ტერორისტების ჰამასის ოპერატორებთან კომუნიკაციისთვის.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025