
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით საქართველოს ელჩმა უკრაინაში უნდა დატოვოს კიევი:
"სააკაშვილი, ზელენსკი…
უაღრესად შემაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია ზელენსკის გადაწყვეტილება ჩვენი ელჩის გამოძევებასთან დაკავშირებით.
უკვე ბევრჯერ ითქვა და დაიწერა, რომ ერთადერთი საელჩო იყო, რომელიც კიევის ალყის დროს აგრძელებდა საქმიანობას და ეს იყო არა საელჩოს, არამედ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება. ამერიკამაც კი თავისი საელჩოს ევაკუაცია მოახდინა და ლვოვში გადაიტანა.
თუ ოპოზიცია ხარ, ხელისუფლებასთან ბრძოლა შენი დანიშნულებაა, მაგრამ როცა ებრძვი სახელმწიფოს, მის ინტერესებს და პრესტიჟს, მე-5 კოლონა ხარ. ეს მათი მისამართით, ვისაც სიხარული მოგანიჭათ. არცაა გასაკვირი, როცა წინაპრების და ჩვენი თანამედროვეობის გმირების სისხლით გაჟღენთილ მიწას, ქვების გროვას უწოდებთ.
ზელენსკის კომენტირება არც ღირს.
რაც შეეხება სააკაშვილს, ერთ თვეში სტრასბურგში ორი საქმე წააგო. ერთი ეხებოდა მის ყოფნას ვივა მედში და სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას, რაზეც უარი მიიღო, მეორე კი ჯერ კიდევ პეტრო პოროშენკოს დროს მის დაკავებას.
ჰოდა, ასეთი კითხვა მაქვს. ხომ გახსოვთ ის კადრები, სახურავზე რომ დააკავეს? აი ეს საქმე წააგო ახლა, ერთი თუ ორი კვირის წინ. ამ საქმეში ხომ სააკაშვილი უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ დაობდა? საინტერესოა უკრაინის ხელისუფლებამ რატომ არ შეაშველა ერთი სიტყვა, რომ პოროშენკომ უკანონოდ დააკავა?
ანუ, რა გამოდის, უკრაინამ 2017 წელს კანონიერად დააკავა და საქართველომ ორგზის მსჯავრდებული და სამგზის ბრალდებული, რომელიც ფარულად შემოიპარა, უკანონოდ დააპატიმრა? სადაური ლოგიკაა?
საპატიმროში, ანუ ვივა მედში ყოფნის სამართლებრივი შეფასება დადო სტრასბურგმა.
განაჩენებს არც ასაჩივრებენ, არც აღიარებენ, ხალხს ბოდიშს არ უხდიან. ფიქრობენ ხალხს ყველაფერი მოეჩვენა და მათ მიმართ უსამართლო პრეტენზიები აქვთ.
ვკითხულობ პოსტებს, კომენტარებს, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს სააკაშვილიო… მდგომარეობამდე მიიყვანეს სერგო თეთრაძე, სულხან მოლაშვილი და უამრავი სხვა. გამოუფინეთ ახლიდან ფოტოები. სააკაშვილს ვინმე თითით ეხება, ან კვების, ან მკურნალობის უფლებას უზღუდავს? 24 საათიანი ვიდეო თვალთვალის ქვეშაა. მოწამვლა არ დადასტურდა. დადეთ ვიდეო, რომ კლინიკაში ცუდად ექცევიან და პირველი დავუჭერ მხარს მის გამოშვებას. თუ ეს ასე არაა, დანარჩენი სამართლებრივი დავის საკითხია.
არავის ციხეში ყოფნით არ ვხალისობ, გინდათ სააკაშვილი იყოს, გინდათ ქარდავა, გინდათ სხვა ვინმე. ხალისობა ის იყო, საღამოს რომ იკრიბებოდა ღამის მთავრობა და ხალხის ჩაგვრის ისტორიებით ხალისობდნენ. სხვათაშორის, ქარდავა და მისი კოლეგები რომ სხედან, სააკაშვილის ბრალია და არა მხოლოდ მისი. მისი შექმნილი და წახალისებულია როგორც სიტყვიერად, ისე თანამდებობებით, მედლებით და ორდენებით. ეს ისე…” - წერს ამირან სალუქვაძე.
0
0