15/11/2021
16:45
პოლიტიკა
როგორც მან აღნიშნა, არ არსებობს რაიმე გამოწვევა, რომელსაც პენიტენციური სისტემის სამედიცინო ცენტრი მოშიმშილე პატიმართან მიმართებით ვერ უპასუხებს.
„ჩემს ხელ არსებული ინფორმაციით, პენიტენციური სისტემის სამედიცინო ცენტრი, რომელიც მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, მზად არის, მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი უზრუნველყოს. ისევე, როგორც თუ ის შეწყვეტს შიმშილობას, როგორც მას მოუწოდა თავის გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლომ, ასევე მას გაუწიოს სათანადო სამედიცინო მომსახურება შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ. ეს არის ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია, ვინაიდან მე გახლდით თავის დროზე პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმაში ჩართული პირი. ანალოგიურს გვიდასტურებს ის საჯარო ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფომ გაავრცელა. ვნახეთ, რომ მართლაც არის მულტიპროფილური კლინიკა, აღჭურვილია ყველა საბაზისო საშუალებით და ასევე, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, უზრუნველყოფილია შესაბამისი პროფილის სამედიცინო პერსონალით. ამიტომ, ამ მხრივ მოშიმშილე პატიმართან მიმართებით რაიმე გამოწვევა, რომელსაც პენიტენციური სისტემის სამედიცინო ცენტრი ვერ უპასუხებს, არ არსებობს. შესაბამისად, ვერც თქვენ მისახელებთ მიზეზს, რა მაღალტექნოლოგიური ჩარევა სჭირდება მიხეილ სააკაშვილს ისეთი, რომ ის სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. აქ გვაქვს კითხვები ჩვენ და დარწმუნებული ვარ, იგივე კითხვები აქვს საზოგადოებას. ეს არის დისკუსია, რომლიც ექიმებს შორის უნდა წარიმართოს და გადაწყვეტილებები, რომელიც არა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურმა თანამებრძოლებმა ან პოლიტიკოსებმა უნდა მიიღოს, არამედ სამედიცინო სამსახურმა", - განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი ან მისი დაცვის მხარე მისცემს ოფიციალურ თანხმობას სამედიცინო სამსახურს, რომ მათ გამოაქვეყნონ კიდევ უფრო მეტი სამედიცინო მონაცემი მის მდგომარეობასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში არსებული კითხვები მოიხსნება. „ამიტომ, თუ გულწრფელად სააკაშვილის დაცვის მხარეს, მის პოლიტიკურ გუნდს სურს, რომ საზოგადოებამ იცოდეს კიდევ უფრო მეტი, თუ როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამას მათი თანხმობა სჭირდება. თუმცა, რაც ჩვენ გვაქვს ყოველდღიური ინფორმაცია კანონის ფარგლებში და რაც საჯაროდ არის გაცხადებული, მისი მდგომარეობა ამ შიმშილობის ფონზე დამაკმაყოფილებელია. რეალურად, მანიპულაციას წარმოადგენს ის საუბრები, რომ არაუფლებამოსილი პირები სხვადასხვა განცხადებებს აკეთებენ“,-განაცხადა თალაკვაძემ.
0
0