14/01/2023
11:55
სპორტი
„რა ჯადოსნური ღამეა!“ - ასე მოკლე რეპლიკით გამოეხმაურა ხვიჩა კვარაცხელია „ინსტაგრამზე“ „იუვენტუსთან“ წარმატებას და გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ტურინელებთან გატანილ გოლს ზეიმობს.
მე-18 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს 47 ქულით ლიდერობს, „იუვენტუსსა“ და „მილანს“ (ტურის მატჩი ჩასატარებელი აქვს) 10 ქულით ასწრებს.
სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალურ მატჩში „ნაპოლიმ“ „იუვენტუსს“ უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა.
„ნაპოლის“ ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ, ამ მატჩში, ერთი გოლი გაიტანა, ორი საგოლე გადაცემა მიითვალა და სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში 14 ეფექტური ქმედება დაუგროვდა – 7 გოლი, 7 საგოლე პასი.
ამგვარად, ხვიჩა მიმდინარე გათამაშებაში გოლი+პასის სისტემით მეორე ადგილზე დაწინაურდა და მხოლოდ თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენს ჩამორჩება, რომელმაც 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ნიგერიელმა თავდამსხმელმა „იუვენტუსთან“ მატჩში დუბლი შეასრულა და საგოლე პასი გააკეთა, რომელიც ხვიჩამ გოლად გარდასახა.
0
0