
“საზოგადოებისთვის ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება“ - ეს სკანდალური განცხადება ბადრი ესებუას ადვოკატებმა დღეს გააკეთეს.
ესებუას ერთ-ერთი ადვოკატი, ნიკა მემანიშვილი საუბრობს იმ სავარაუდო მიზეზზე, რის გამოც, მისივე თქმით, ხელისუფლებამ ესებუას დევნა დაიწყო.
ადვოკატის ინფორმაციით, ეს უკავშირდება ესებუას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვენებულ ადრინდელ პოსტს, რომელიც მან თავდაცვის სამინისტროში მუშაობისას დაწერა თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით.
„ბადრი ესებუამ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით თავისი აზრი დააფიქსირა სოციალურ ქსელში, ამის გამო ის იდევნებოდა და ის გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროდან. არა ერთხელ მივიდნენ და სთხოვეს, რომ მსგავსი ქმედებისგან თავი შეეკავებინა... ბადრი ესებუას ჰქონდა ინფორმაცია, რომლის გამოც ის გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროდან. მას დევნიდნენ და იმდენად მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული ინფორმაცია, რომ შეახოცეს ხელი“, - აცხადებს ნიკა მემანიშვილი.
ადვოკატის თქმით, რა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი იყო ბადრი ესებუა და რატომ შეიძლება დაესაჯა ის სახელმწიფოს, ახლო მომავალში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.
0
0