28/12/2021
11:42
ჰოროსკოპი
მიუხედავად იმისა, რომ წლის განმსაზღვრელი ელემენტი წყალია, ჩვენზე გავლენას ხის ელემენტიც მოახდენსდა სწორედ ეს აძლევს ასტროლოგებს იმედს, რომ მომავალი წელი ადამიანების მიმართ უფროკეთილი იქნება, ვიდრე წინა ორი.
ლურჯი ვეფხვის მთავარი თვისებები სილამაზე და კეთილშობილებაა. ვეფხვსარისტოკრატული მანერები აქვს, რაც ყველასგან განასხვავებს. წლის მასპინძელი ურთიერთობაში მგრძნობიარე და ვნებიანია, უყვარს მოგზაურობა და თავგადასავლები, არ ეშინია პროფესიული ავანტიურების, მაგრამ ცდილობს ყველა სარისკო ქმედების შედეგი წინასწარ გათვალოს. არ გეგონოთ, რომ ვეფხვი უნაკლოა. მისი მთავარი ნაკლი არაპროგნოზირებადობა გახლავთ. არავინ, მათ შორის თავადაც არ იცის, რას იტყვის ან გააკეთებს რამდენიმე წუთის შემდეგ. სწორედ ეს მოულოდნელობა აძლევს ვეფხვს საშუალებას, რომ კონკურენტები დააბნიოს და დასახულ მიზანს მიაღწიოს. ფეთქებადი და ხასიათი და აგრესიულობაც ვეფხვის ერთ-ერთი ნაკლი გახლავთ, მაგრამ 2002 წლის მასპინძელი უმიზეზოდ არასოდეს ბრაზდება - ძალიან უნდა გააღიზიანოთ,რომ „კბილები გამოაჩინოს“.
ვეფხვის წელს ადამიანების უმეტესობასაბოლოოდ გააცნობიერებს, რომ სამყარო მკვეთრად შეიცვალა, ამიტომ წარმატება ძირითადად იმ ადამიანებს ელით, ვისაც ახალ სამუშაო პირობებთან შეგუება შეუძლია. ძიების პროცესში ზოგი ადამიანი მოღვაწეობის სფეროს შეიცვლის, ზოგი პროფესიას.
ვეფხვი გვირჩევს დიდი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ჰობის, განსაკუთრებით, თუ ის ხელით შრომას და შემოქმედებას უკავშირდება - ახალ სამყაროში ასეთი პროდუქტები ძალიან დაფასდება.
რა იდუმალი გზავნილები მოდის კოსმოსიდან და რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 2022 წელს? ამის შესახებ ასტროლოგი ლია ბარათაშვილი გვიამბობს:
_ დავიწყებ იმით, რომ ახალ, 2022 წელს წინააღმდეგობები, რომლებიც 2021 წელს გვქონდა, გაგრძელდება, მაგრამ დასუსტდება. თავიდანვე გვქონდა მოლოდინი, რომ სიტუაცია ბოლომდე ვერ დალაგდებოდა ვერც პანდემიის და ვერც საზოგადოებაში რადიკალური ცვლილებების მიმართულებით. იმის ფონზე, რომ მთელი 2021 წელი იყო სატურნი-ურანის კვადრატი და ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად შეიცვალა, ეს ტენდენცია გრძელდება, მაგრამ უკვე ასეთი ხისტი აღარ იქნება, როგორეც პირველი ტალღის დროს იყო. დიახ, ჩვენ ვერ ვუბრუნდებით ძველ 2021 წლამდე ცხოვრებას და ახლებურ ვითარებაში ვაგრძელებთ, მაგრამ ეს ტენდენციები გაცილებით რბილდება და ჩვენც ვეჩვევით.
_ ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2022 წელი საყურადღებო და მნიშვნელოვანი?
_ შევთანხმდეთ, რომ როდესაც ცვლილებებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად ნეგატიურ ცვლილებებს არ ვგულისხმობთ. დიახ, ზოგი ადამიანის ცხოვრებაში ეს იქნება დანაკარგები, ზოგი ადამიანის ცხოვრებაში კი პირიქით, პოზიტიური ცვლილებები, მაგრამ დანაკარგებიც კი ყოველთვის ნეგატიური არ არის - როდესაც რაღაცას ვკარგავთ, სანაცვლოდ, ახალს ვიძენთ. ასე, რომ ყველაზე მეტად ეს ცვლილებები, რომლებიც ვიმედოვნებ, პოტიზიური იქნება, შეეხება: კურო-მორიელს, მერწყულ-ლომს .. ამ ნიშნებს შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები ჰქონდეთ.
რაც შეეხება რეალურ დანაკარგებს, წლის განმავლობაში ასეთი დანაკარგები შეიძლება ჰქონდეთ 18 -დან 22 ივისამდე დაბადებულ კირჩხიბებს, 18 ოქტომბრიდან ბოლომდე დაბადებულ სასწორებს, თხის რქებს, რომლებიც 15 იანვრის შემდეგ დაიბადნენ და ვერძებს, რომლებიც 15 აპრილის შემდეგ დაიბადნენ. ამ ნიშნებს შეიძლება ძალიან სერიოზული ცვლილებები ჰქონდეთ, განსაკუთრებით რამდენიმე ბოლო დღეში დაბადებულ კირჩხიბებს და თხის რქებს. დანაკარგი ყველასთან არა, მაგრამ ბევრთან არის მოსალოდნელი. ასე, რომ ეს ცვლილებები ზოგისთვის შეიძლება მტკივნეულიც იყოს, რადგან ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, ძველ თემებს ვეჯაჭვებით და არ ვუშვებთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ რაღაც უნდა დაიკარგოს და უნდა შეიცვალოს. ამიტომ ხდება ეს ცვლილებები. მიენდეთ და უკვე გაწმენდილ ნიადაგზე ახალი თესლი აღმოცენდება. კურო-მორიელის ღერძზე მთელი წელი დაბნელებები გვექნება, თუმცა, ზოგადად, ამ მხრივ, 2022 წელი ნორმალურ, არასტრესულ წლად ითვლება იმიტომ, რომ სულ 4 დაბნელება გველის.
_ სტრესულ წლად რამდენი დაბნელების შემთხვევაში ჩაითვლებოდა?
_ სტრესულ წლებში 6 და მეტი დაბნელებაა, ამიტომ 4 დაბნელება ნორმალურად ითვლება. შესაბამისად, არც რადიკალებს ველით და არც ცაზე ხისტი ასპექტები გვაქვს. 2022 წელი არც დანარჩენ საკითხებში უნდა იყოს ისეთი მტკივნეული, როგორიც წინა წელი გვქონდა.
_ რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ნეგატიური ზემოქმედება შესუსტდეს?
_ ყველა ადამიანი ძალიან ინდივიდუალურია, ამიტომ ჩვენ არ ვიცით სფერო, რომელშიც ცვლილებები მოხდება. ჯერ ერთი, ეს ინდივიდუალურ რუკაზეა დამოკიდებული და მეორე - ზოგადი ასტროლოგია ასეთ რჩევებს არ იძლევა. სხვადასხვა ასაკობრივი ამოცანები სხვადასხვა გახლავთ. მაგალითად, 18 და 38 წლის კირჩხიბებს ერთი და იგივე ამოცანა ხომ არ ექნებათ? 18 წლის ასაკში შეიძლება რაღაც შეუმჩნევლად გაატაროს, მაგრამ 38 წლის ასაკში იგივე შეიძლება მტკივნეული იყოს, ამიტომ ზოგად რჩევებს ვერავის მივცემ.
ზოგადს რაც შეეხება, გავიმეორებ, რომ წინა წელთან შედარებით, 2022 წელს ბევრად ოპტიმისტურად ვხვდებით იმიტომ, რომ წელი არ არის ისეთი დაძაბული, არ გვაქვს ისეთი კატასტროფები, რაც აქამდე იყო. ასე არ ხდება, რომ ერთ დღეში ყველაფერი დალაგდეს, მაგრამ პროცესი დაწყებულია და აუცილებლად გაგრძელდება.
0
0
გერმანიაში ირანის სამივე საკონსულო დაიხურა
21/11/2024