28/04/2024
20:53
პოლიტიკა
ლაზარე გრიგორიადისის მსგავსი ფაქტი, მათ ქვეყნებში რომ მომხდარიყო, იქნებოდა უმკაცრესი რეაგირება და ვერავინ ვერ გაბედავდა მის შეწყალებასო, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.
„სულ რაღაც 2 დღეა დავბრუნდი, ერთი შეკრებიდან. მთელი პოლონეთის ხელმძღვანელობა, დანაყოფების მეთაურები, სხვა ქვეყნების ძალოვანი უწყების პირველი პირები, ყველა იქ გახლდათ. ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ვინმე ლაზარე გრიგორიადისის მსგავსი ფაქტი, მათ ქვეყნებში რომ მომხდარიყო, იქნებოდა უმკაცრესი რეაგირება და ვერავინ ვერ გაბედავდა მის შეწყალებასო. რამოდენიმე ქვეყნის წარმომადგნლებმა კი მითხრეს, მაგას იქვე, ჰოლანდიური ყველივით გავხდიდითო. ვინ გამოგყავთ გმირად, თქვე მართლა სექტავ #ენმ? თუ რა გინდათ, თქვენი მკვლელობები და ჯალათობები ამით გააპრავოთ? მავნებლები ხართ, არაფერი თქვენში სახელმწიფოებრივი არ არის. ვინც თქვენ მხარს დაგიჭერთ, ლაზარეზე უარესია." - წერს გიორგი გამსახურდია
0
0