
ვინ არის ჯონი დიპირო და რა კავშირი აქვს მას საქართველოში დაგეგმილ არეულობასთან - "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში განსახორციებელი სამოქმედო გეგმა, ორგანიზაცია "IRI"-ს საქართველოს პროგრამების დირექტორმა ჯონ დიპირომ მოამზადა. აღნიშულ გეგმაში ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად მოიაზრებიან პარტიები "ლელო" და "გახარია საქართველოსთვის".
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა ევროკომისიის რეკომენდაციები 1 სექტემბრამდე, გეგმის მიხედვით, საქართველოში უნდა გაღვივდეს საპროტესტო მუხტი, კერძოდ 13 სექტემბერს იგეგმება საპროტესტო აქციის ჩატარება, რის შემდეგაც, სექტემბრის მეორე ნახევარში, ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლები გაემგზავრებიან სავარაუდოდ აშშ-ში ჯონ დიპიროსთან შესახვედრად.
ჯონი დიპირო საქართველოში 14 აგვისტოდან იმყოფება.
წყარო - რუსთავი 2
0
0