-share.jpg)
რა გახდა მეზობლებს შორის კონფლიქტის მიზეზი, რომელიც ახმეტაში, 71 წლის ქალის მკვლელობით დასრულდა - არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია
ახმეტაში, 71 წლის ქალი 18 წლის ბიჭმა გუშინ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
კონფლიქტის მიზეზი, რომელიც კახეთში, 71 წლის ქალის მკვლელობით დასრულდა, სავარაუდოდ, სადავო მიწის ნაკვეთი გახდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. რა დროსაც სანადირო თოფიდან გასროლილი ტყვიით, ქალმა მძიმე დაზიანებები სახის არეში მიიღო. ქალი ადგილზე დაიღუპა.
„შემთხვევითი მკვლელობა მოხდა, როგორც ვიცი ეს ბიჭი უმისამართოდ ისროდა, იმისკენ არ უსვრია, გაბრაზებული ისროდა ეზოში, როგორ მოხვდა ეს არ ვიცი. დიდი ხანია კონფლიქტია მათ შორის. მიწის წართმევაზე უჩიოდნენ, წლებია“, - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.
0
0