10/03/2022
15:22
მსოფლიო
ცეცხლის შეწყვეტა, ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარება, ეს ის სამი ძირითადი საკითხია, რაც მოლაპარაკების დროს განიხილეს
მნიშვნელოვანი კომენტარები, რაც სერგეი ლავროვმა, დამოუკიდებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
- არ მჯერა და არც მინდა დავიჯერო,რომ ბირთვული ომი შეიძლება დაიწყოს
- უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებას არავინ აპირებდა
- დასავლეთს სურს, რომ უკრაინამ ყველაფერ რუსულის წინააღმდეგ იმუშაოს
- რუსეთი აშშ-სგან მოითხოვს პასუხს, თუ როგორ შეიძლება აიხსნას აშშ-ის ბიოლოგიური აქტივობა უკრაინაში
- ჩვენ არ დავსხმივართ თავს უკრაინას და არც სხვა ქვეყნებზე ვაპირებთ თავდასხმას
- ჩვენ აუცილებლად გავუმკლავდებით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული დასავლეთზე
- ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა იყოს ნეიტრალური, ჩვენ მზად ვართ ვიმსჯელოთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ევროპის ქვეყნებისა და რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად
- მარიუპოლის სამშობიარო სახლი "აზოვის" ბატალიონმა დაიპყრო, ეს იყო მათი ბაზა
- ვინც უკრაინას იარაღს აწვდის, უნდა მიხვდნენ, რომ პასუხისმგებელია მათ ქმედებებზე
- რუსეთის ოპერაცია უკრაინაში გეგმის მიხედვით მიდის
- ჩვენ გვინდა დემილიტარიზებული, მეგობრული უკრაინა, რომელიც არ შექმნის საფრთხეს რუსეთისთვის, არ აკრძალავს რუსულ ენას და კულტურას, რუსულ მართლმადიდებულ ეკლესიას
- ვხედავთ, თუ რამდენად სახიფათოდ მოქმედებენ დასავლელი პარტნიორები - ევროკავშირი თავისი პრინციპის და ე.წ. ღირებულებების დარღვევით ახალისებს ლეტალური იარაღის უკრაინისთვის მიწოდებას
- ჩვენ არასდროს გვსურდა ომი, არც ახლა გვსურ, ჩვენი სურვილია ამ ომის დასრულება
- რუსეთი არავის დაარწმუნებს, იყიდოს ჩვენი გაზი ან ნავთობი, ჩვენ გვყავს ქვეყნები, რომლებსაც შეგვიძლია, მივყიდოთ ჩვენი ნავთობი და გაზი
- უკაცრავად, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოების საკითხს ნატო რატომ უნდა წყვეტდეს? რუსეთთან ასე საუბარი არ შეიძლება!
დმიტრი კულებას მნიშვნელოვანი განცხადებები, დამოუკიდებელ პრესკონფერენციაზე:
- ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ რუსეთი ახლა არ არის იმ პოზიციაზე, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დააწესოს. მათ სურთ, უკრაინა ჩაბარდეს. ეს ის არ არის, რასაც ისინი მიიღებენ
- უკრაინა არის ძლიერი, უკრაინა იბრძვის, უკრაინამ ჩაშალა რუსეთის თავდაპირველი გეგმები. ჩვენ მზად ვართ, ვეძებოთ დაბალანსებული დიპლომატიური გამოსავალი, რათა დავასრულოთ ეს ომი, თუმცა ჩვენ არ დავნებდებით
- სერგეი ლავროვმა ვერ აიღო ვალდებულება მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობაზე, მაგრამ დაგვპირდა ამ საკითხზე ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან კონტაქტს
- კიევი არ აპირებს რუსეთის მოთხოვნების შესრულებას
რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას უკრაინის მიმართ პუტინის მოთხოვნების შესრულებას უკავშირებს. უკრაინა არ დანებებულა და არ დანებდება - ჩვენ მზად ვართ დიპლომატიისთვის, ვეძებთ დიპლომატიურ გზებს. მაგრამ სანამ ეს გზები არ არსებობს, ჩვენ თავს გავწირავთ, დავიცავთ საკუთარ თავს, დავიცავთ ხალხს რუსული აგრესიისგან. იმედი მაქვს დღევანდელი ფორმატი გაგრძელდება
- ნატო არ არის მზად უკრაინის უსაფრთხოება უზრუნველყოს
- ყველაზე ნაკლებად მინდა, იმედი მოვუკლა მოქალაქეებს, რომლებიც იტანჯებიან რუსეთის საჰაერო დარტყმებისგან, დაბომბვისგან და რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი მკვლელობისგან
- გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მინისტრი ლავროვი დღევანდელ საუბარს გააგრძელებს თავის კოლეგებთან რუსეთის მთავრობაში, რუსეთის არმიაში და ისინი შეისმენენ ათასობით მოქალაქის თხოვნას, რომელთა სახელითაც დღეს ვსაუბრობდი და დაეხმარებიან მათთვის ალყაში მოქცეული ქალაქებიდან უსაფრთხო გასვლის ორგანიზებაში
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.
0
0