რა ელით ქართველ მძღოლებს თუ უვიზო რეჟიმი გაუქმდება - ანალიზი
A-
+A

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი აქვეყნებს ანალიზს, იმის შესახებ თუ რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებიან ქართველი საავტომობილო გადამზიდავები, უვიზო რეჟიმის გაუქმების პირობებში.
როგორც ცენტრი წერს, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შემთხვევაში ქართველ გადამზიდავ მძღოლებს ევროკავშირის ვიზის მისაღებად ექვსი დამატებითი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.
კერძოდ, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი განმარტავს თუ რა ბარიერებზეა საუბარი:
- ბარიერი პირველი – სახელმწიფო სტრუქტურებში დაემატება დამატებითი რგოლი, რომელსაც სათანადო ფინანსური მომსახურების საფუძველზე დაევალება უცხოეთის საელჩოებში მძღოლების დოკუმენტაციის წარდგენა.
- ბარიერი მეორე – ქართველ მძღოლ-გადამზიდველს დამატებით მოუწევს საელჩოში ბეჭდით დამოწმებული, ევროპელ ტვირთმფლობელთან გადაზიდვის ხელშეკრულების ასლის წარდგენა.
- ბარიერი მესამე – ქართველ მძღოლ-გადამზიდველს წარმოექმნება ვალდებულება გადაზიდვების მესამედი განახორციელოს ვიზის გამცემ სახელმწიფოში.
- ბარიერი მეოთხე – ყველა სახელმწიფოს საელჩო თხოულობს განსხვავებული დოკუმენტების პაკეტს, ქართველ მძღოლ-გადამზიდველს შესაძლოა ნებისმიერ დროს უარი განუცხადონ ვიზის გაცემაზე და მოსთხოვონ დამატებითი დოკუმენტები.
- ბარიერი მეხუთე – რიგი ქვეყნების საელჩოებში ვიზის ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში, ქართველი მძღოლი-გადამზიდველი ვალდებული იქნება საელჩოში წარადგინოს გადაზიდვებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია, მათ შორის ტაქოგრაფის მონაცემების ჩათვლით.
- ბარიერი მეექვსე – ქართველი მძღოლი-გადამზიდველის ვიზის ხანგრძლვობა იქნება, არა უვადო არამედ შეზღუდული ექვსი თვიდან ერთი წლის პერიოდით.
0
0
99
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
სატყეო გზების რეაბილიტაცია სოფელ კეხოვანში
01/08/2025
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%