
აი რა დუპლეტი და ბეცი უნდა იყო , რომ მაინცდამაინც ამერიკას დაუპირისპირდე, შენს უმთავრეს პარტნიორს, უზარმაზარი ინვესტიცია რომ აქვს ჩადებული საქართველოში - წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი
,,მართლა გულწრფელად ვამბობ, ვფიქრობ ჩემთვის : აი რა დუპლეტი და ბეცი უნდა იყო (ხელისუფლების მიერ “გამყიდველობას” რომ თავი დავანებოთ), რომ მაინცდამაინც ამერიკას დაუპირისპირდე, შენს უმთავრეს პარტნიორს, უზარმაზარი ინვესტიცია რომ აქვს ჩადებული საქართველოში, გზების მშენებლობაა თუ სამეცნიერო თუ სამედიცინო პროგრამები თუ ძეგლთა რესტავრაციაა თუ შშმ პირთა დახმარება თუ ც ჰეპატიტის პროგრამა თუ სხვა, მართლა რა დუპლეტი უნდა იყო მართლა, რომ კორუფციულ ჩამპალ გახრწნილი ოკუპანტის სივრცეში (ანუ რუსეთში) გინდოდეს ჩარჩენა და თან ბედავდე და თავისუფალ ხალხსაც მიათრევდე, იმ ტერორისტ სახელმწიფოსთან, რომელმაც, ხან დაგხვრიტა, ხან აგჩეხა შუა რუსთაველზე, შემოგივარდა ტერიტორიები წაართვა, გცემა, გაგაუპატიურა-გაგიუპატიურა ქვეყანა, დაგიხვრიტა-მოაზროვნე ნაღები მოხადა ერს, შეგიფურთხა წინაპრის ხსოვნა, გადაღება ფრესკები-ისტორია. ჰოდა რა კრეტინი და “მანიაკი” უნდა იყო და მოღალატე- პირდაპირი მნიშვნელობით მოღალატე, რომ კიდევ ამ სივრცისკენ გეჭიროს თვალი, უჰ როგორ მიხარია, რომ უუუმცირესი ნაწილია ჩემს მოაზროვნე ( ორჯერ რეფერენდუმ ჩატარებულ) საქართველოში ასეთი დუპლეტი.
წინ დიდი და ნათელი გზაა, გვირაბის ბოლოს შუქი ჩანს, ახდება სულხან საბას და ილიას ოცნება, ოღონდ:
“ტალღაზე უფრო სწრაფად იარე,
რომ არ წაგიღოს თეთრმა ქარებმა,
უნდა იჩქარო, უნდა იჩქარო,
მოდის გრიგალი და გეზმანება”
ჯანსუღ ჩარკვიანი 1975 წელი
უნდა იჩქარო თეთრო ხომალდო" - წერს ჩარკვიანი
0
0