30/05/2023
15:02
პოლიტიკა
წარმოუდგენელია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინაში რუსეთის შეჭრაში ნატო-ს გაფართოებას ადანაშაულებს, - ასე ეხმაურება ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი სარდალი, ბენ ჰოჯესი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას.
„რა დაემართა საქართველოს“? - წერს ბენ ჰოჯესი „ტვიტერზე“.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმზე უკრაინაში ომის დაწყების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება.
„ყველამ იცის, მე მგონი, მიზეზი. ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება და ბევრი სხვა მიზეზი, ხომ ასეა?! არ მინდა ამაზე სპეკულირება ან ციტირება რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, - აღნიშნა პრემიერმა.
0
0