
საზოგადოების უმეტესობას ადამიანის ინტელექტზე, ე.წ. IQ-ზე, ძალიან ზედაპირული, სტერეოტიპული ცოდნა გააჩნია. ბევრი ფიქრობს, რომ ადამიანის ინტელექტი უცვლელი, გენეტიკური თვისებაა, რომელიც ადამიანს დაბადებიდანვე აქვს და განსაზღვარვს მის სიჭკვიანესა და მიხვედრილობას. რეალურად, ყველაფერი სხვაგვარადაა. ადამიანის ინტელექტის განვითარებაში, გენეტიკაზე დიდ როლს თამაშობს ის გარემო-პირობები, რომელშიც ადამიანი იზრდება და ყალიბდება.
რეალურად, IQ ვითარდება ბავშვობის ასაკიდან და გადაჯაჭვულია უამრავ ფაქტორზე, რაც საბოლოო ჯამში, ადამიანის ინტელექტუალურ განვითარებაზე ახდენს გავლენას.
1905 წელს ალფრედ ბინემ და თეოდორე სიმონმა შექმნეს ინტელექტის საზომი ერთეული - IQ, რომლის მიზანიც იყო შემეცნებითი თვისებების გამომცდელი ტესტის შედგენა. მეცნიერები ცდილობდნენ დახმარებოდნენ სკოლებს და გადაერჩიათ ის მოსწავლეები, რომლებიც საჭიროებდნენ ინდივიდუალურ მომზადებას.
ალფრედ ბინემ და თეოდორე სიმონმა გააერთიანეს ყველა შემეცნებითი ტესტის (რომლებიც ბავშვების სხვადასხვა უნარებს ამოწმებდნენ) ქულა ერთ შედეგში. მკვლევრებმა სცადეს IQ ტესტი დაეკავშირებინათ, ადამიანის ინტელექტთან დაკავშირებულ ჰიპოტეზებთან, მაგრამ საბოლოოდ, ვერაფერი ხელჩასაჭირი ვერ იპოვეს. ამან, გზა მისცა მეოცე საუკუნის მეცნიერებს თავად გაეკეთებინათ მცდარი, ალოგიკური და დისკრიმინაციული დასკვნები ადამიანის ინტელექტთან დაკავშირებით.
სწორედ აქედან იწყება IQ ტესტების ბნელი ხანა, რომლის არასწორმა გაგებამ მრავალ არაადამიანურ იდეას ჩაუყარა საფუძველი.
პირველი მსოფლიო ომის დროს, აშშ-ის მთავრობა ჯარში გაწვეულ ახალგაზრდებს უტარებდა IQ ტესტებს და ამის მიხედვით ირჩევდა მომავალ ოფიცრებს, რაც უკვე ინტელექტის არასწორი გაგებაა. ამის შემდეგ, მეცნიერებმა დაიწყეს კვლევა ინტელექტის გენეტიკურობასთან დაკავშირებით და სრულიად ალოგიკურ დასკვნამდე მივიდნენ.
მათ დაიწყეს აშშ-ის მოქალაქეებისათვის IQ ტესტების ჩატარება. რა თქმა უნდა, ეთნიკურად განსხვავებულ ადამიანებს, რომლებიც აშშ-ში ახალ ჩასულნი იყვნენ, ჰქონდათ სხვებზე დაბალი შედეგები, რაც განპირობებული იყო მათი რთული საცხოვრებელი პირობებითა და განათლებაზე ხელმიუწვდომლობით. - ეს თემა კარგად გამოკვლეული არ იყო. მეცნიერებმა ინტელექტუალური განსხვავება პირდაპირ მიაწერეს რასის ნიშან თვისებებს და თეთრკანიანები მიიჩნიეს ინტელექტუალური თვალსაზრისით უზენაეს რასად, რამაც ხელი შეუწყო სამომავლოდ რასისტული თეორიების განვითარებას.
1924 წელს, აშშ-ში, ვირჯინიის შტატში შემოვიდა კანონი, რომლის მიხედვითაც, იმ პირებს, რომელთაც გააჩნდათ დაბალი IQ მაჩვენებელი, უნდა სტერილიზებულიყვნენ, რათა მათი „სუსტი“ გენეტიკა არ გადასცემოდათ მომავალ თაობებს.
.jpg)
(სურათზე გამოსახულია ნაწყვეტი ამერიკული გაზეთიდან, რომელიც იტყობინება ადამიანთა იძულებითი სტერილიზაციის კანონის შესახებ)
მსგავსი გადარჩევა ხდებოდა ნაცისტურ გერმანიაში, სადაც ბავშვთა ევთანაზია კანონით ლეგალური იყო - თუკი ბავშვებს ჰქონდათ რაიმე ფიზიკური თუ მენტალური დეფექტი. ამ დეფექტების რიცხვს ასევე მიეკუთვნებოდა დაბალი IQ.
მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ, მეცნიერებმა ამ თემის ხელახლა განხილვა დაიწყეს და აღმოაჩინეს, რომ აშშ-ში ადამიანები იმაზე უკეთეს შედეგებს აჩვენებდნენ IQ ტესტში, ვიდრე მათი წინაპრები. რა თქმა უნდა, ასეთი სწრაფი განვითარება ევოლუციის შედეგი არ იყო, ასეთი ელვისებური განვითარება გამოწვეული იყო საცხოვრებელი და საგანმანათლებლო პირობების გაუმჯობესებით.

(სურათზე გამოსახულია სკოლაში დაყოფილი წლებისა და IQ ტესტის შედეგების დამოკიდებულება)
ამ დასკვნის შემდეგ, საბოლოოდ გაქრა ის უცნაური და დისკრიმინაციული კანონები და ქმედებები, რაც ინტელექტის არასწორ გაგებას სდევდა თან.
ინტელექტი ვითარდება განათლებით, ჯანსაღი კვებითა და კიდევ სხვა მრავალი ფაქტორის გავლენით. სწორედ ეს არის მიზეზი, სხვადასხვა სახელმწიფოში განსხვავებული საშუალო ინტელექტის მაჩვენებლების. კულტურისა და საზოგადოების გავლენით, ბავშვები სხვადასხვაგვარად ვითარდებაინ, ამ ყველაფრის გავლენა კი, ლოგიკურია, საბოლოოდ IQ-ზე აისახება.
სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ევროპაში, IQ საშუალო მაჩვენებელი 96-ია, ხოლო აფრიკაში, მხოლოდ -75.
.jpg)

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტელექტი საკმაოდ კომპლექსური და დღემდე შეუსწავლელი თემაა. IQ ტესტები ზომავენ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის თვისებების ნაწილს. IQ ტესტი არ ზომავს ემოციურ ინტელექტს, არ ზომავს ადამიანის კრეატიულობასა და სხვა კიდევ მრავალი თვისებას. ასე რომ, შეუძლებელია, შევაფასოთ ადამიანის ინტელექტი მხოლოდ და მხოლოდ ერთი ტესტით. IQ ტესტებიც კი, შეიძლება არ იძლეოდნენ სწორ პასუხს ადამიანის შემეცნებითი უნარების შესახებ, გარკვეულ შემთხვევებში.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ IQ ტესტებზე დიდ გავლენას ახდენს მოტივაციაც. მაგალითად, როდესაც მეცნიერებმა კვლევის დროს, ადამიანებს ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ფულადი პრიზი დაუწესეს, საშუალოდ, ფულადი წახალისების გამო, კვლევის ობიექტებმა 20-ით მაღალი შედეგი დააფიქსირეს, ვიდრე ჩვეულებრივ დროს.
IQ ცვალებადი რამ არის და მხოლოდ და მხოლოდ ზომავს ადამიანის სწავლის უნარს. შესაძლებელია, წლების შემდეგ, ადამიანის ინტელექტი გაუმჯობესდეს, ან პირიქით. ამ ტესტით, არ განისაზღვრება ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები. არამედ, განისაზღვრება სწავლის უნარის დონე. განა, ტესტის შემქმნელთა მიზანიც ის არ იყო, რომ სუსტი და ძლიერი მოსწავლეები ერთმანეთისგან გაერჩიათ და სწავლის უნარის მიხედვით გადაეჯგუფებინათ?
ავტორი: ალექსანდრე მთვრალაშვილი
0
0