
„რა არის ვაი და ვუი, ამას ამომრჩეველი განსაზღვრავს, ხალხის აზრი თუ მანამდე გინდა იცოდე, უშუალოდ ხალხს უნდა ელაპარაკო“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
„რა არის ვაი და რა არის ვუი, ამას ამომრჩეველი განსაზღვრავს. ხალხის აზრი კი თუ მანამდე გინდა რომ იცოდე, უშუალოდ ხალხს უნდა ელაპარაკო და არა ვიწრო ბაბლში იპრანჭო. მხოლოდ პოლიტიკოსებს არ ეხებათ, ჟურნალისტების ამოცანაც ხალხის ინტერესის ასახვაა, როგორც გადაცემების სტუმრების, ისე საკითხების დონეზე და არა ვიწრო ჯგუფებისათვის სასურველი ნარატივის გატარება და იაფფასიანი ექსპერტიზა“, - აცხადებს მელია.
“მელიას მხარე “ვაია”, ხაბეიშვილის – “ვუი”, პარტია “ვაი–ვუი”. ორივე მხარე კი მიშათი პარაზიტირებს” - ამის შესახებ გიორგი გაბუნიამ სატელევიზიო ეთერში განაცხადა.
0
0