
“რა არის ეს ქ-ნო ელჩო, პრეზიდენტების უკუსვლა თუ დემოკრატიის აშშ-ში”, - კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს კითხვით მიმართავს.
„პრეზიდენტ ბაიდენს „გარაჟში“ საიდუმლო დოკუმენტები აღმოუჩინეს, მანამდე ძველ ოფისში. აშშ-ის მედია იუწყება - ეს გარემოება დასჯადია და 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მსგავსი ბრალდება პრეზიდენტ ტრამპსაც წაუყენეს.
რა არის ეს ქ-ნო ელჩო, პრეზიდენტების უკუსვლა თუ დემოკრატიის აშშ-ში?“ - დაწერა ხაინდრავამ Twitter-ზე.
ცნობისთვის, თეთრი სახლი ადასტურებს, რომ საიდუმლო დოკუმენტების კიდევ ერთი ნაწილი ვილმინგტონში, ავტოფარეხში იპოვეს. ადვოკატებმა საბუთებში აღმოაჩინეს ობამა-ბაიდენის ადმინისტრაციის დროინდელი საიდუმლო დოკუმენტები. დოკუმენტები არის 2009-2017 წლების დროინდელი, როდესაც ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო. ანალოგიური ბრალდების შესახებ იწერებოდა ტრამპის მიმართაც.
0
0