20/12/2022
11:54
მსოფლიო
როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, ბელარუსში ჩავიდა.
როგორც ბელარუსის პოლიტიკურმა ოპოზიციამ განაცხადა, რუსეთს შეუძლია მისი გაცილებით პატარა მეზობელი [ბელარუსი] „შთანთქოს“ ან მისი ანექსია მოახდინოს. პუტინმაც და ლუკაშენკომაც უარყვეს ეს ვარაუდი - „რუსეთი არ არის დაინტერესებული რომელიმე სახელმწიფოს შთანთქმით. ეს უბრალოდ მიზანშეწონილი არ არის... პოლიტიკური შეთანხმების საკითხია“, -განაცხადა პუტინმა.
შეხვედრაზე მიწვეულ ჟურნალისტებს ორი ქვეყნის ლიდერისთვის უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ კითხვები არ დაუსვამთ; საუბარი ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ეკონომიკურ, სამრეწველო და თავდაცვის სფეროში პარტნიორობას შეეხო.
ორი ლიდერის პირისპირ შეხვედრას წინ უძღოდა ფართო ფორმატის შეხვედრაც, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთისა და ბელარუსის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები.
„ჩვენ შევთანხმდით რუსული გაზის მოწოდების ახალ ფასზე,“- განაცხადა ლუკაშენკომ. თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ლუკაშენკომ ასევე მადლობა გადაუხადა პუტინს დაპირების შესრულებისთვის, რაც ეხება დასავლეთის საფრთხისგან თავდაცვის მიზნით, ბელარუსისთვის რუსული წარმოების სამხედრო თვითმფრინავების განახლებასა და Iskander-M ტიპის ტაქტიკური ბირთვული სარაკეტო სისტემების მიწოდებას.
0
0