
რა არის ამაში ცუდი? ორბელიანი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, ხომ შეიძლება ლოკაციები შეიცვალოს? შეიძლება ეგეც იყოს, რომ არ მოხდეს ადამიანების დაპირისპირება, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გასამართად ლოკაციის შეცვლას ეხებოდა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა აქვს.
„რა არის ამაში ცუდი? ორბელიანი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, რეაბილიტირებული, გალამაზებული, ახალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, შესანიშნავი ადგილია, რა არის ამაში ცუდი? ხომ შეიძლება [ღონისძიების ადგილი] შეიცვალოს?! მაგალითისთვის ვამბობ, ჩვენ ნაძვის ხე გვქონდა რესპუბლიკის მოედანზე. შეიძლება ეგეც იყოს, რომ არ მოხდეს ადამიანების დაპირისპირება. ხელისუფლება ვართ და რა თქმა უნდა, მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, ვიდრე რადიკალებს“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
დოკუმენტის მიხედვით, ღონისძიებები ალექსანდრეს ბაღის, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
0
0
ხობში 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
18/04/2025