11/07/2022
14:20
პოლიტიკა
ფილოლოგი გია მურღულია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნას ეხმაურება.
„ეს საკითხი მე მგონი, ერთ ადამიანს არ უკავშირდება, რამდენადაც უკავშირდება მთელ ქვეყანას. იმიტომ რომ მთელმა საქართველომ იცის, რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნისთვის. ორი მთავარი რამ, რაც ვფიქრობ, დიდხანს დაამახსოვრდება საქართველოს ეს არის ის, რომ მან ჩვენი ქვეყანა გაათავისუფლა ბოროტი რეჟიმისგან და მეორე მხრივ მისი საქველმოქმედო პროექტები, ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული ადამიანებისთვის, თბილისისთვის, მთელი საქართველოსთვის, ხელოვნებისთვის, სპორტისთვის, კულტურისთვის. პრაქტიკულად, არ არის დარჩენილი არცერთი სფერო, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას არ ჰქონდეს, უკიდურესად მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია. ახლა ხანდახან ლაპარაკობენ ხოლმე დეპოლარიზაციაზე და რაღაცა უცნაური მეთოდი აქვთ დეპოლარიზაციის ჩვენში, პირდაპირ ითხოვენ ადამიანის გაქრობას, დიველირებას, უარყოფას, თითქოს ეს იყოს ერთადერთი გამოსავალი ყველა პრობლემის. საქართველო ხედავს ვის მხარესაა სიმართლე და ვის მხარეს არის კარგი საქმეები საქართველოსთვის“_ ამბობს გია მურღულია.
0
0