
დღეს, ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელსაც ესაუბრება დასავლური სამყარო, ესაუბრებიან პრეზიდენტები, არის სალომე ზურაბიშვილი, ეს მოსწონს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუ არ მოსწონს , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს’ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრის ლევან მაჭავარიანის განცხადებას.
ჯაფარიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი რომ ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელია, „ფაქტი, რეალობა და მოცემულობაა“.
„დღეს, 89 ადამიანი იკრიბება და თავის თავს უწოდებს პარლამენტს. მათ შეიძლება სხვადასხვა მაღალფარდოვანი სახელები მოიგონონ, მაგრამ ცხადია, რომ 89 ადამიანი არალეგიტიმური არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტი ვერ იქნება. ამიტომ, ის გადაწყვეტილება, რომელსაც ეს ადამიანები იღებენ, ცხადია, არის ასევე, სრულიად უკანონო და არალეგიტიმური. ამიტომ, დღეს, ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელსაც ესაუბრება დასავლური სამყარო, ესაუბრებიან პრეზიდენტები, არის სალომე ზურაბიშვილი, ეს მოსწონთ „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუ არ მოსწონთ. ეს არის მოცემულობა, ფაქტი და რეალობა. მათ შეუძლიათ ერთმანეთი გაამხნეონ, ერთმანეთი დანიშნონ მინისტრებად, კომიტეტების თავმჯდომარეებად, მაგრამ ყველაფერი ეს იქნება „ფეიკი“ , რადგან ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება და არალეგიტიმური პარლამენტი“, -განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025