-share.jpg)
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ BBC-ს განუცხადა, რომ თითოეული ქვეყნის მიერ რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ გაკეთებული არჩევანი „მხედველობაში მიიღება სამომავლო ურთიერთობების მშენებლობისას“.
„თუკი მსოფლიოში ვინმე ფიქრობს, როგორ მოიქცა ესა თუ ის ქვეყანა, ან რა პოზიცია დაიკავა უკრაინის ისტორიის ყველაზე ბნელ მომენტში, არ იქნება გათვალისწინებული სამომავლო ურთიერთობების დამყარებისას, ამ ადამიანებმა უბრალოდ არ იციან, როგორ მუშაობს დიპლომატია“ - განაცხადა კულებამ.
„ომი არის დრო, როდესაც არჩევანის გაკეთება გჭირდებათ და ყველა არჩევანი იქნება გათვალისწინებული" - დასძინა მან.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა იღებს სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას დასავლეთის ქვეყნებიდან, აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის მრავალი სახელმწიფო ამჯობინებს კონფლიქტისგან თავის არიდებას.
უკრაინა დასავლეთის დახმარებასა და სამხედრო მხარდაჭერაზეა დამოკიდებული საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. თუმცა, მშვიდობის დროს უკრაინის მარცვლეულის უზარმაზარი ექსპორტი მას მნიშვნელოვან ეკონომიკურ ბერკეტს აძლევს.
0
0
ჭიათურაში მაღაროელები აქციას მართავენ
04/03/2025
გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა
04/03/2025