
თებერვალში ამოქმედებული სადავო კანონის შედეგები, რამდენიმე დღეა, პოლიტიკური განხილვის საკითხია. მმართველმა გუნდმა რამდენიმე პოლიტიკოსს, ჟურნალისტსა და აქტივისტს უჩივლა. მიზეზი სოციალურ ქსელებში "ქართული ოცნების" წევრების მიმართ სიძულვილის ენაა.
უმრავლესობაში აქცენტს დასავლელ დონორებზე აკეთებენ, რომლებიც საქართველოში ზიზღის კამპანიას აფინანსებენ.
"ეს ყველაფერი არის გარედან დაფინანსებული ძალების მიერ. ქვეყანაში ხდება ზიზღის ენის დაკანონება, საზოგადოების დაყოფა, პოლარიზება, რაც მიუღებელია თითოეული ჩვენგანისთვის. ამიტომაც ქვეყანაში უნდა არსებობდეს კანონი, რომლის მიხედვითაც მოხდება იმ ადამიანების დასჯა, რასაც ითვალისწინებს ადმინისტრაციულად კანონის თითოეული მუხლი," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ.
0
0