
ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტია, მთავარი რისკ ფაქტორებიც ამას უკავშირდება, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები, რომელიც დღეს იქნა მიღებული და მივიღებთ შემდეგ შეხვედრებზე, არის აბსოლუტურად ლოგიკური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„თქვენ იცით, რომ არის უსაფრთხოების მომატებული რისკები, იცით, რომ არის მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით, თქვენ იცით, რა ხდება მსოფლიოში და იცით ასევე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის სწორედ ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტი, შესაბამისად, მთავარი რისკ ფაქტორებიც ამას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები, რომელიც იქნა დღეს მიღებული და რომელსაც მივიღებთ შემდეგ შეხვედრებზე, არის აბსოლუტურად ლოგიკური“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში მშვიდობის ნომერ პირველი გარანტი ბიძინა ივანიშვილია, შესაბამისად, რისკები, პირველ რიგში, მასთან არის დაკავშირებული.
„ამ ქვეყანაში სწორედ ბიძინა ივანიშვილია მშვიდობის ნომერ პირველი გარანტი და აქედან გამომდინარე, რისკებიც პირველ რიგში, არის სწორედ მასთან დაკავშირებული, შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ის ფორმა უსაფრთხოების ზომების, რომელიც იქნა მიღებული. თქვენ იცით, რა ხდება მსოფლიოში, ეს ერთი და იცით ასევე, რომ დღევანდელი ოპოზიცია, ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ყველაფერზეა წამსვლელი. მარტო წელიწადში 140 ადამიანს კლავდნენ ციხეებში, მათთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, ჩალის ფასი აქვს, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რისკები არსებობს და შესაბამისად უნდა იყოს მიღებული უსაფრთხოების ზომები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0