15/11/2021
14:16
საზოგადოება
მისი თქმით, ქვეყანაში სიტუაცია უმართავია და იგი ლოკდაუნისკენ მიდის.
„2021 წლის ნოემბრის კოვიდ-19-ით გარდაცვალების ქრონიკა საქართველოში - 1010-მა საქართველოს მოქალაქემ დაკარგა სიცოცხლე მხოლოდ 15 დღეში.
2 კვირაში სიკვდილიანობა გაორმაგდა.
ქვეყანა პირდაპირ მიდის ლოკდაუნისკენ რატომ? სიტუაცია უმართავია, ქვეყანას ცეცხლი უკიდია.
ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქვეყანაში უკვე გამოაცხადებდა ლოკდაუნს 2 ნოემბრიდან… საქართველოსთვის დღეში 45 ადამიანის სიკვდილიანობა არის ზუსტად ის წითელი ხაზი.
არავინ, კიდევ ერთხელ არავინ არ თქვას, რომ ფიქრობს საქართველოზე.
ჩვენს თვალწინ ხორციელდება საქართველოს განადგურება და ყველა დაბრმავდა და მე მარტო ვხედავ ამას.
15 ნოემბერი - 82
14 ნოემბერი - 81
13 ნოემბერი - 77
12 ნოემბერი - 77
11 ნოემბერი - 77
10 ნოემბერი - 78
9 ნოემბერი -75
8 ნოემბეტი -74
7 ნოემბერი - 67
6 ნოემბერი - 66
5 ნოემბერი - 62
4 ნოემბერი - 53
3 ნოემბერი - 49
2 ნოემბერი - 47
1 ნოემბერი - 44
საქართველოში ანტივაქსერული მოძრაობა არის მხარდაჭერილი პირდაპირ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ
არ გჯერათ?! ნახეთ, რა საიტებს/ვიდეოებს/სურათებს აზიარებენ ანტივაქსერები - 95% არის რუსულ ენაზე/რუსული თარგმანით და რუსული საიტებიდან.
ქართველი ანტივაქსერი “ბლოგერები” აჟღერებენ უშუალოდ რუსულ პროპაგანდას და რასაც ისინი თავის ფეისბუკ გვერდზე “შეწუხებული სახეებით” საუბრობენ, იმავეს საუბრობენ რუსული სამთავრობო არხები.
ამაზე მეტი მტკიცებულება - რა ვიცი …. ისე, არ გებადებათ კითხვა, საიდან “უმუშევარ” ბლოგერს ამდენი დრო და მაღალხარისხიანი აპარატურა, რომ ისაუბროს “სიმართლეზე”?! ალბათ, ბებო მარო ხულოდან უგზავნის ყოველთვიურად მათ დასახმარებლად ფინანსებს...
საქართველოს ანტივაქსერული მოძრაობა არის რუსული ოკუპაციური ძალების მხარდაჭერილი, რათა დაასუსტოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა.
ერთადერთი გზა, რომ ქვეყანა გაუმკლავდეს ამ ვერაგ ვირუსს, არის შემდეგი:
ვაქცინაცია ერთი ტიპის ვაქცინით (ფაიზერ-ბიონტეკი, ისე, რუსებს ეს ვაქცინა არ აქვთ და გაგიჟებულები არიან, რომ უარი თქვეს თავის დროზე ამ ვაქცინაზე. ახლა კი 1250-მდე ადამიანს კარგავენ კოვიდით დღეში, ისიც “ოფიციალურად”)
სამედიცინო პირბადის გამოყენება ყველგან თან სწორი ტარება, რომ არ ამოვწყდეთ.
სოციალური დისტანციის დაცვა.
არ ჩავაკეტვინოთ ქვეყანა, რავი სხვა გზა დარჩა.
არაპროფესიონალიზმი კლავს“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024