
მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენა სტიქიის თანმდევი პროცესია, – ამის შესახებ გარემოს ეროვნილი სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძვანელმა, მერაბ გაფრინდაშვილმა განაცხადა.
როგორც მერაბ გაფრინდაშვილმა აღნიშნა, 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიის პირველივე საათებიდან პირველივე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, გეოლოგები იმყოფებიან სტიქიის ზონაში.
„გეოლოგები მუშავბენ, აფასებე ვითარებას, აწარმოებენ კვლევას. პრინციპში სრულად დაიდო ის მიზეზები, რომელიც ჩვენს დასკვნაშია და რომელიც დაადასტურა ძალიან მაღალი გარჩევადობის სატელიტურმა სურათებმა, რომელიც სტიქიამდე ორი საათით ადრე იყო გადაღებული. ეს მოვლენები რაც ახლა ჭალა-კალაპოტის ზონაში მიმდინარეობს, მდინარე ბუბის წყლის კალაპოტის ზონაში, არის თანმდევი პროცესები, რომელიც ყოველთვის თან ახლავს მსგავს სტიქიებს, როგორიც გვქონდა მიმდინარე წლის სამ აგვისტოს. ჩვენ მაინც გადავაზუსტეთ, ამ დილით ჯგუფები შევფრინდით ხეობაში. რაიმე სახის სერიოზული პროცესებს ადგილი არ აქვს. ეს არის ჩვეულებრივი დიდი სტიქიების შემდგომი პროცესები ჭალა-კალაპოტის ზონებში“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ წუხელ სტიქიის ზონაში შველა ძებნის სამუშაოები შეჩერებული იყო. რაჭის გუბერნატორის პაპუნა მარგველიძის განცხადებით, გუშინ გვიან ღამით მდინარე ბუბის კალაპოტში დაფიქსირდა ქვათაცვენის ფაქტი, რის გამოც სამუშაოები დილამდე შეჩერდა.
შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში ცხრა ადამიანს ეძებენ.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.
0
0