
ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატები ბოიკოტს აცხადებენ.
პროტესტის მიზეზი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. საკრებულოს დეპუტატები პროტესტის შეწყვეტას მანამ არ აპირებენ, სანამ მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის უფლება არ მიეცემა.
“მოგეხსენებათ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს უკიდურესად მძიმეა, ფიზიკურად შეუძლებელია, მან საქართველოში მიიღოს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება. იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ოცნება განზრახ ხელს უშლის მიხეილ სააკაშვილს გადაყვანას დასავლეთის წამყვან კლინიკებში სამკურნალოდ, იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ოცნება პირდაპირ ასრულებს ვლადიმერ პუტინის დავალებას და მიხეილ სააკაშვილი ჰყავს ციხეში, ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო გადაწყვეტილება, სრული შემადგენლობით ბოიკოტი გამოუცხადოს ქუთაისის საკრებულოს სხდომებს და არ მიიღოს არანაირი საქმიანობა ქუთაისის საკრებულოში", - აცხადებენ ქუთაისის საკრებულოს ფრაქციაში.
0
0