29/09/2021
14:03
საზოგადოება
2021 წლის 4 ოქტომბერს, ქუთაისის უნივერსიტეტის 30 წლის იუბილესთან
დაკავშირებით გაიმართება სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია.
პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, კონფერენცია გაიმართება
დისტანციურად, ელექტრონული პლატფორმა ,,ZOOM’’ - ის გამოყენებით.
კონფერენციის მიზანია სამეცნიერო წრეებში მოხდეს რიგი საკითხების განხილვა, მათ
შორის Covid-19-თან დაკავშირებული პრობლემები, მათი გადაწყვეტის გზები
ეკონომიკაში, ბიზნესსა და მედიცინაში“.
კონფერენცია, რომელიც ქუთაისის უნივერსიტეტის 30 წლის იუბილესადმია
მიძღვნილი, უნივერსიტეტი ორგანიზებით ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ
როგორც ქართველი, ასევე უნივერსიტეტის პარტნიორი უცხოური სასწავლებლების
პროფესორები.
სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია 4 ოქტომბერს, 11:00 საათზე დაიწყება და მას
უნივერსიტეტის რექტორი გოჩა თუთბერიძე გახსნის. კონფერენციაზე დასწრება
შეეძლება უნივერსიტეტის სტუდენტებს.
ქუთაისის უნივერსიტეტი 1991 წელს „სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის“
სახელით დაფუძნდა, რომელიც რეგიონში პირველ კერძო ავტორიზებულ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენდა. დაფუძნების დროს უნივერსიტეტს
ეკონომიკისა და სამართლის საბაკალავრო პროგრამები ჰქონდა, ამჟამად უნივერსიტეტს
სამივე საფეხურზე (ბაკალავრი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) აქვს ავტორიზაცია, მათ
შორის გასულ წელს უნივერსიტეტს მედიციანის ფაკულტეტი შეემატა.
0
0