
„ქურთების მუშათა პარტიამ“ თურქეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, „ქურთების მუშათა პარტიამ“ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც რამდენიმე დღის წინ პატიმრობაში მყოფმა მათმა ლიდერმა, აბდულა ოჯალანმა მხარდამჭერებს განიარაღებისა და თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ 40-წლიანი ბრძოლის დასრულებისკენ მოუწოდა.
„ქურთების მუშათა პარტიაში“ აცხადებენ, რომ სრულად ეთანხმებიან მოწოდების შინაარსს და აღნიშნავენ, რომ მათი მხრიდან ეს მოწოდება შესრულდება.
დაჯგუფება ასევე იმედოვნებს, რომ იარაღის ჩაბარების შემდეგ თურქეთის ხელისუფლება მათ ლიდერს, აბდულა ოჯალანს ციხიდან გაათავისუფლებს. ოჯალანი პატიმრობაში 1999 წლიდან პატიმრობაში იმყოფება.
0
0
სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირაში მოსკოვში ჩავა
22/04/2025